კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სლოვაკეთში
თქვენ სლოვაკეთში ფულის გამოსამუშავებლად ჩამოხვედით. ჩვენთან ერთად ფულის შოვნას პირველივე დღიდან შეძლებთ.
Ჩვენს შესახებ
Slovakiawork
დაივიწყეთ თაღლითი ფირმები, რომლებიც იგონებენ უაზრო საშუამავლო გადასახადებს სამუშაოს შოვნისთვის ან საბუთების მოსაგვარებლად და ძარცვავენ ხალხს. ჩვენთან ზუსტად გეცოდინებათ, რამდენს გადაიხდით საბუთების მოგვარებაში, რომლებიც საჭიროა სლოვაკეთში მუშაობისთვის და რამდენ ფულს გამოიმუშავებთ ყოველ თვეში. ჩვენ არ წარგიდგენთ რაღაც ფარულ ან გამოგონილ ანგარიშების გადასახდელად ელოდეთ სერიოზულ მიდგომას და სამუშაოს ლეგალიზაციასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის შესახებ ანგარიშს.
ჩვენი მიზანია შემოგთავაზოთ საუკეთესო სამუშაო საუკეთესო შესაძლო ხელფასით!
Კოორდინატორი
თქვენი ჩამოსვლისთანავე სლოვაკეთში თქვენ მოგამაგრებენ კოორდინატორს, რომელიც თქვენზე იზრუნებს თანამშრომლობის მთელი დროის მანძილზე.იგი სიამოვნებით გაგცემთ პასუხს თქვენს შეკითხვებზე. ის გიპოვით შესაბამის საცხოვრებელს და გამოგყვებათ სახელმწიფო ოფისებში, ბანკებშსა თუ პოლიციაში უცხოელებისთვის, რათა უზრუნველგყოთ ყველა საჭირო დოკუმენტით, რომელიც აუცილებელია სლოვაკეთში მუშაობისთვის. თუ თქვენ გექნებათ რაიმე შეკითხვა ან პრობლემა, რომელიც უნდა გადაიჭრას, გთხოვთ, დაუკავშირდეთ თქვენს კოორდინატორს.
თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ კოორდინატორი ზრუნავს ათეულობით მომუშავეზე და ამიტომ შეუძლებელია, რომ ყოველდღე მხოლოდ თქვენზე იყოს ორიენტირებული. გთხოვთ იყოთ მომთმენი, სანამ ჩვენ მოვაგვარებთ თქვენს პრობლემებს. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად მოგაწოდოთ დოკუმენტები და რომ თქვენ რაც შეიძლება მეტი გამოიმუშავოთ.
Ყველაზე ხშირად
Კითხვები და პასუხები
კოორდინატორები ბევრ შეკითხვას განმეორებით იღებენ. სწორედ ამიტომ მოვამზადეთ ეს საინფორმაციო ვებგვერდი, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ ყოველგვარი ინფორმაცია ჩვენი თანამშრომლობის შესახებ. გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ შემდეგ ინფორმაციას და ყურადღებით წაიკითხოთ ყველა კითხვა-პასუხი.
ხელფასის თარიღი არის ყოველთვის შემდეგი თვის 15 რიცხვი.
მაგალითი: იანვრის თვეში ნამუშევარი დღეების ხელფასს მიიღებთ 15 თებერვალს.
თებერვლის თვეში ნამუშევარი დღეების ხელფასს მიიღებთ 15 მარტს და ასე შემდეგ....
რატომ ვერ მივიღებ ხელფასს თვის დამთავრებისთანავე?
თქვენი ხელფასების დამუშავების მთელი პროცესი იმ კომპანიებზე არის დამოკიდებული, სადაც მუშაობთ. თვის დასრულების შემდეგ, ჩვეულებრივ 10 დღის ვადაში, ფირმები ჩვენ გვიგზავნიან თქვენს მიერ ნამუშევარი დღეების ცხრილს. კიდევ 3-4 დღეა საჭირო, რომ ჩვენმა ბუღალტერიის განყოფილებამ დაამუშავოს ყველა ხელფასი. უნდა გამოვაკლოთ დაბინავებასთან დაკავშირებული ხარჯები, ჯანმრთელობის დაზღვევა, სოციალური დაზღვევა, ავანსები (თუკი იგი მოცემულ თვეში გამოიყენეთ) და სამუშაოს ლეგალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯები.
თქვენ მიიღებთ თქვენი ყოველთვიური შემოსავლსა და ხარჯებს მკაფიოდ გაწერილს სახელფასო უწყისში, რომელსაც თქვენ კოორდინატორი გადმოგცემთ. ფულის მიღება შეგიძლიათ ნაღდი ანგარიშსწორებით ან თქვენს საბანკო ანგარიშზე, თუკი იგი უკვე გაქვთ.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენი ბუღალტერია ყოველთვიურად ასობით ხელფასს ამუშავებს და შესაბამისად პროცესის დაჩქარება შეუძლებელია. თუ თქვენი ანაზღაურების გაანგარიშებისას ჩვენი მხრიდან შეცდომა იქნება დაშვებული, გთხოვთ, დაუკავშირდეთ თქვენს კოორდინატორს. ჩვენ განვიხილავთ თქვენს მოთხოვნას და გამოვასწორებთ შეცდომას.
ჩვენი რჩევა: ჩვენ ვურჩევთ თანამშრომლებს, რათა მათ ყოველ დღე ჩაიწერონ ნამუშევარი საათები. ისინი შემდგომში უნდა ემთხვეოდეს თვის ბოლოს იმ სამუშაო საათების რაოდენობას, რომელსაც თქვენი კომპანია გვიგზავნის თქვენი ხელფასის გამოსათვლელად.
სლოვაკეთში სამუშაოდ საჭირო დოკუმენტების მოგვარების პროცესი იწყება თქვენი ჩამოსვლისთანავე. თქვენი კოორდინატორი დაგინიშნავთ შეხვედრას პოლიციაში უცხოელებისთვის, რომელიც გასცემს ბინადრობის ნებართვას. თუ თქვენი ყველა დოკუმენტი წესრიგში იქნება და განაცხადი წარმატებით იქნა წარდგენილი, პოლიცია უცხოელებისთვის გასცემს ბინადრობის ნებართვას 90 დღის ვადით. შეუძლებელია ამ პროცესის დაჩქარება, რადგან ეს მთლიანად დამოკიდებულია სლოვაკეთის რესპუბლიკის უცხოელთა პოლიციის მიერ მოთხოვნების დამუშავების სიჩქარეზე.
თუმცა, პოლიციაში უცხოელთათვის თქვენთვის დანიშნულ თარიღამდე აუცილებელია ბინადრობის ნებართვის მონიჭების განაცხადისთვის საჭირო სხვა დოკუმენტების მომზადება. ზოგიერთ მათგანის მოგვარება შეუძლია თქვენს კოორდინატორს თქვენი თანდასწრების გარეშე, ზოგი კი მოითხოვს თქვენს დასწრებას. ეს დოკუმენტები:
• ბიზნესის გახსნა (თქვენი თანდასწრების გარეშე)
• ისეთი საბუთების ოფიციალური სლოვაკური თარგმანი, როგორებიც არის პასპორტი ან ნასამართლეობის ცნობა (თქვენი თანდასწრების გარეშე)
• დოკუმენტების ავთენტურობის ნოტარიულად დამოწმება (პირადად კოორდინატორთან ერთად)
• სამედიცინო შემოწმების გავლა და შრომისუნარიანობის დადასტურება (პირადად კოორდინატორთან ერთად)
• საბანკო ანგარიშების გახსნა (პირადად კოორდინატორთან)
ბინადრობის ნებართვის მისაღებად განაცხადის წარდგენა პოლიციაში უცხოელთათვის (პირადად კოორდინატორთან ერთად)
ბინადრობის მოწმობის განაცხადს, გარდა ზემოთ ნახსენები დოკუმენტებისა, უნდა დაერთოს თქვენი ფოტო 3ზომის x 3,5 სმ. უზრუნველყავით იგი თქვენს ქალაქში უახლოეს ფოტოატელიეში.
ჩვენი რჩევა: არ დაგავიწყდეთ, რომ ყველა მოქმედებისას, სადაც საჭირო იქნება თქვენი დასწრება, თან იქონიოთ თქვენი პასპორტი, პირადობის მოწმობა და ნებისმიერი სხვა პირადი დოკუმენტი, რომლის შესახებაც ინფორმაციას მოგაწოდებთ თქვენი კოორდინატორი.
თუ გსურთ ლეგალურად იმუშაოთ სლოვაკეთში, კანონის თანახმად, თქვენ უნდა გქონდეთ 2 საბანკო ანგარიში, რომლებზეც უნდა გქონდეთ განთავსებული შემდეგი თანხა:
• 4000 ევრო პირადი ანგარიშის შემთხვევაში
• 6000 ევრო სამეწარმეო ანგარიშის შემთხვევაში
ჩვენი კომპანია მოკლე ვადით მოგცემთ სესხად ამ თანხებს (ჯამში 10.000 ევრო) კონკრეტულად ბინადრობის განაცხადის შევსების მიზნით. ბანკის ანგარიშების გახსნისა და თანხის გადარიცხვის პროცესს კოორდინატორთან განახორციელებთ ბანკის უახლოეს ფილიალში წინასწარ შეთანხმებულ თარიღში.
თქვენი პირადი საბანკო ანგარიშის სრულფასოვნად გამოყენებას შეძლებთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც წარმატებით შეიტანთ განცხადებას პოლიციაში უცხოელთათვის. შემდგომში, ბინადრობის ნებართვის მიღების შემდეგ, გადახდები გაიგზავნება თქვენს ანგარიშზე.
ხარჯების უწყისს, რომელიც თქვენ გელოდებათ სლოვაკეთში სამუშაოს ლეგალიზაციისას, მიიღებთ მაშინვე სლოვაკეთის რესპუბლიკაში ჩამოსვლისთანავე ფიცის ქვეშ დადებული პირობის ფორმით, რომელსაც ხელმოსაწერად თქვენი კოორდინატორი მოგცემთ.
თქვენ მიიღებთ იმ ხარჯების დეტალიზაციას, რომელიც გელოდებათ სლოვაკეთში სამუშაოს ლეგალიზაციასთან დაკავშირებით, ჩამოსვლისთანავე აფიდევიტის (ფიცის ქვეშ მიცემული წერილობითი პირობა) სახით, რომელსაც ხელმოწერისთვის გადმოგცემთ თქვენი კოორდინატორი.
ბინადრობის ნებართვის საფასური ჩამოგეჭრებათ შემდეგნაირად:
2. თვე 400 ევრო
3. თვე 400 ევრო
4. თვე 400 ევრო
დიახ.
ჩვენი კომპანია ყოველ კვირას უზრუნველგფოფთ რეგულარულ ფინანსურ ავანსით 50 ევროს ოდენობით. ავანსი ჩაგბარდებათ პირადად თქვენი კოორდინატორის მეშვეობით ყოველ კვირას, ხუთშაბათ ან პარასკევ დღეს. თქვენ შეიძლება აიღოთ ან არ აიღოთ ავანსი, ეს თქვენზეა დამოკიდებული, გჭირდებათ თუ არა თანხა იმ კვირაში. ყველა დეპოზიტი ჩამოიჭრებათ თქვენი ხელფასიდან. თუ ავანსს არ აიღებთ, ხელფასს სრულად მიიღებთ.
ავანსის უწყისზე თქვენი ხელმოწერით თქვენ დაადასტურებთ ავანსის მიღებას.
დიახ.
ბევრი თაღლითური კომპანიისგან განსხვავებით, რომლებიც არ იხდიან შენატანებს მომუშავეთათვის, ჩვენი კომპანია იხდის თქვენს ჯანმრთელობის დაზღვევას სლოვაკეთში ჩასვლისთანავე. სამუშაოსთან დაკავშირებული ან სხვა უბედური შემთხვევის ან უეცარი ავადმყოფობის ან ოპერაციის შემთხვევაში, თქვენ გაქვთ სრულფასოვანი და უფასო ჯანდაცვა სლოვაკეთის ნებისმიერ საავადმყოფოში. ჯანმრთელობის დაზღვევის გადახდა თქვენთვის ხდება სადაზღვევო კომპანია UNION-ში. უბედური შემთხვევის ან ექიმთან ვიზიტის შემთხვევაში დაურეკეთ თქვენს კოორდინატორს.
ჩვენი კოორდინატორები ცდილობენ უზრუნველგყონ საუკეთესო სამუშაოთი, რომელიც კი არის ხელმისაწვდომი. ჩვენს ინტერესებშია, რომ კმაყოფილი იყოთ სამუშაოთი, გქონდეთ საკმარისი სამუშაო საათები, შესაფერისი სამუშაო პირობები და რეგულარული ყოველთვიური შემოსავალი.
თუ სამუშაო არ გაწყობთ, ან ვერ უმკლავდებით, შეგიძლიათ სთხოვოთ თქვენს კოორდინატორს ინფორმაცია იმის შესახებ, არის თუ არა სხვა სამუშაო. ვაკანსიები დამოკიდებულია ბაზარზე არსებულ შეთავაზებაზე, ზოგჯერ შეგიძლიათ აირჩიოთ რამდენიმე კომპანიიდან, ზოგჯერ _ არა.
ჩვენი კოორდინატორები ცდილობენ იპოვონ თქვენთვის შესაფერისი და მოხერხებული საცხოვრებელი საუკეთესო შესაძლო ფასად. ისინი ინტენსიურად ურთიერთობენ საერთო საცხოვრებლების მფლობელებთან, რათა თქვენ უზრუნველყონ საუკეთესო საცხოვრებელი პირობებით.
თუ საერთო საცხოვრებელი არ მოგწონთ სხვადასხვა მიზეზის გამო, გთხოვთ, პირველ რიგში აცნობეთ თქვენს კოორდინატორს. ის შეეცდება საერთო საცხოვრებელში მოაგვაროს თქვენი პრობლემა, ან სხვა, უფრო შესაფერისი საცხოვრებელი მოგიძებნოს. თუმცა, სლოვაკეთში საერთო საცხოვრებლების მდგომარეობა რთულადაა და თქვენს სამუშაოსთან ახლოს ცოტაა და თავისუფალი ადგილები. ამიტომ, თვით კოორდინატორსაც კი ზოგჯერ არ აქვს შესაძლებლობა გამოგიცვალოთ თქვენი საცხოვრებელი.
თუ გსურთ საცხოვრისი თავად იპოვოთ, შეგიძლიათ ამის გაკეთება, მაგრამ აუცილებელია იცოდეთ, რომ საცხოვრებელი, რომელსაც მომუშავეები თავად ეძებენ, ხშირად უფრო ძვირია, ვიდრე ის, რასაც ჩვენ გთავაზობთ.
გამონაკლის შემთხვევაში, თქვენი ხელფასიდან თანხა შეიძლება ჩამოგეჭრათ შემდეგ შემთხვევებში:
• თუ დაამტვრევთ, დააბინძურებთ ან სხვაგვარად დააზიანებთ საერთო საცხოვრებლის ინვენტარს ან თავად ოთახს
• თუ საცხოვრებლის დატოვებისას ოთახში ზედმეტ არეულობას ტოვებთ
• თუ რაიმე მიზეზით არ გამოცხადდებით სამსახურში კოორდინატორისთვის დროული შეტყობინების გარეშე
• თუ გაირკვევა, რომ სამსახურში სვამთ ალკოჰოლურ სასმელებს
• ეწევით სამსახურში ან საცხოვრებელ იქ, სადაც ეს აკრძალულია
• ჯარიმა სიჩქარის გადაჭარბებისთვის, გზატკეცილის მანიშნებლის არარსებობისთვის ან სხვა ჯარიმები თქვენს მიერ დაქირავებული ავტომობილისთვის
• თქვენ მიერ დაქირავებული ავტომობილის დაზიანება ან გადაჭარბებული დაბინძურება
თუ რაიმე მიზეზით სამსახურში ვერ მიდიხართ, თქვენი არყოფნა ყოველთვის წინასწარ უნდა ეცნობოს კოორდინატორს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ რისკავთ ჯარიმას გამოუცხადებელი არყოფნის გამო!
ჩვენი კომპანია ხელფასიდან არ ჩამოგაჭრით რაიმე ფიქტიურ გადასახადს ან არარსებულ ჯარიმებს. ყველა ხარჯი, რომელიც გამოიქვითება თქვენი ხელფასიდან იყო რეალური ხარჯები, რომლებიც ჩვენს კომპანიას უნდა გადაეხადა თქვენთვის. კერძოდ:
განთავსება საერთო საცხოვრებელში
ავანსები (თუ იყენებდით მოცემულ თვეში)
Ჯანმრთელობის დაზღვევა
სამუშაოს ლეგალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯები (თუ ისინი ჯერ არ არის ჩამოჭრილი)
ტრანსპორტირება სამუშაომდე (თუ ეს არ არის უზრუნველყოფილი კომპანიის მიერ)
მანქანის დაქირავება (თუ იყენებთ ჩვენი კომპანიის მანქანას)
თქვენს კომპანიასთან თანამშრომლობის შეწყვეტის შემთხვევაში, მივიღებ თუ არა ნამუშევარი დღეების ხელფასს?
ხელფასს, რა თქმა უნდა, მიიღებთ.
თუ თქვენ აღარ მუშაობთ ჩვენთან, მაგრამ გაქვთ ნამუშევარი დღეები წინა თვეში, თქვენი ხელფასი დამატებით გაიგზავნება თქვენს საბანკო ანგარიშზე ან შეგიძლიათ აიღოთ ის ჩვენს ოფისში სენეცში.
სამუშაოს შეწყვეტის შემთხვევაში გადახდის ვადა ყოველთვის არის მომდევნო თვის 20 რიცხვი.
მაგალითი: იანვარში ნამუშვარი დღეების ხელფასს გამოგიგზავნით 20 თებერვლამდე.
თებერვალში ნამუშვარი დღეების ხელფასს გამოგიგზავნით 20 მარტამდე და ასე შემდეგ.
დასვენების დღის შესახებ ყოველთვის წინასწარ აცნობეთ თქვენს კოორდინატორს.
ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩვენ იმ კომპანიას, სადაც თქვენ მუშაობთ, დროულად შვატყობინოთ, რომ არ გამოცხადდებით სამუშაოზე. თუ თქვენ არ გამოცხადდებით სამუშაოზე გაფრთხილების გარეშე, ამან შეიძლება გამოიწვიოს ჯარიმის დაკისრება კომპანიის მხრიდან.
ავადმყოფობის, ჯანმრთელობის გაუარესების ან თქვენი სამუშაოს ლეგალიზაციის შემთხვევაში დოკუმენტების დამუშავებისას კოორდინატორთან ერთად თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ გამოსასვლელი დღე.
სამუშაოდან უფრო ხანგრძლივი შვებულების დროს, მაგალითად, ზაფხულის შვებულებისას ან თქვენი ქვეყნის სტუმრობისას, წინასწარ გაიარეთ კონსულტაცია თქვენს კოორდინატორთან, რათა გვქონდეს საკმარისი დრო, რომ ვაცნობოთ კომპანიას თქვენი ხანგრძლივი არყოფნის შესახებ.
ჩვენი რჩევა: ჩვენ არ გირჩევთ სამუშაოს დაწყებიდან პირველი დღეებში ან კვირებიში აიღოთ მოკლევადიანი შვებულება. პირველი კვირები ეძღვნება თქვენს მიერ დაწყებულ კონკრეტულ სამუშაოს შეგუებას და ნებისმიერი გაცდენა შეიძლება დასრულდეს იმით, რომ კომპანია აღარ ისურვებს, რომ თქვენთან მუშაობას.
Საკონტაქტო ფორმა
Დაგვიკავშირდით
ნებისმიერი შეკითხვების შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ ფორმა და ჩვენ გიპასუხებთ.